Saturday, March 14, 2015

კურსის რეფლექსია

გავიარეთ ცხრა დღიანი ტრენინგი ინტელის პროგრამით პროექტებით სწავლება  2015წლის 15 თებერვლიდან 14 მარტის ჩათვლით.შევქმენით ბლოგები,ვისწავლეთ პუბლიკაციებისა და საინორმაციო ბიულეტენების დამზადება,განვიხილეთ ზოგადი,თემატური და  შინაარსობრივი კითხვები.შევქმენით პრეზენტაცია და განვიხილეთ დროში გაწერილი გეგმა.გავიგეთ როგორ დავიცვათ საავტორო უფლებების ნორმები.გავეცანით თვითშეფასების ფორმებს,რუბრიკებს,რომელსაც გამოვიყენებ არა მარტო პროექტზე მუშაობის დროს,არამედ საგაკვეთილო პროცესშიც.

Sunday, March 8, 2015

მერვე დღის რეფლექსია

დღეს გავიარეთ ფასილიტაციის ტექნოლოგიები,კითხვების დასმა,მოსწავლის ჩართულობა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების წახალისება.განვიხილეთ დაწყვილების აქტივობები და შევქმენით ჯგუფები,რომელსაც გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესში.
კოლეგებო,გილოცავთ 8მარტს,წარმატებებს გისურვებთ!

Saturday, March 7, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს ვისწავლეთ თუ  რა გზით მოვახდინოთ მოსწავლის შეფასება,ასევე გავეცანით თვითშეფასების ფორმებს,რომელსაც გამოვიყენებ როგორც პროექტზე მუშაობისას ასევე საგაკვეთილო პროცესში

Tuesday, March 3, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუშის შეფასებაზე.

Saturday, February 28, 2015

მეოთხე დღის რეფლექსია

სასწავლო პროექტის დაგეგმვას გავეცანით და ვიმუშავეთ შეფასების ინსტრუმენტებსა და შეფასების დროის ჩარჩოზე,საინტერესო დღე იყო

Sunday, February 22, 2015

მესამე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე საკმაოდ დატვირთული იყო,ვისაუბრეთ მიზნებზე რომლებიც აუცილებლად სტანდარტიდან უნდა გამომდინარეობდეს,ვიმუშავეთ კითხვების დასმაზე,სწორად დასმული კითხვები მოსწავლეებში უფრო მეტად განავითარებს აზროვნებას.წარმატებები ყველას...

Saturday, February 21, 2015

დღეს ტრენინგის მეორე დღეა.საინტერესო იყო დღევანდელი დღე,ვიმუშავეთ პუბლიკაციების მომზადებასა და მის მნიშვნელობაზე.აქტიურად მინდა გამოვყენო . ჩემს მოსწავლეებთან ერთად.